ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო: პროტესტს გამოვთქვამთ პროვოკაციულ “ბორდერიზაციაზე”

27 მაისი, 2020 • 805
აშშ-ის საელჩო: პროტესტს გამოვთქვამთ პროვოკაციულ “ბორდერიზაციაზე”

აშშ-ის საელჩო საქართველოში ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე “ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავს საქართველოს წარმატებას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე პროვოკაციულ “ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებენ რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ:

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესი 12 ქართული სოფლის მიმდებარედ.

ამერიკის შეერთებული შტატები არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა”, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი