ახალი ამბები

1 800 დევნილი ოჯახი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას – გახარია

28 მაისი, 2020 • 2051
1 800 დევნილი ოჯახი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას – გახარია

საქართველოს მთავრობა დევნილებისთვის ბინების მშენებლობაზე წლის ბოლომდე 150 000 მილიონ ლარს გამოყოფს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

“ბოლო პერიოდში, კრიზისის განმავლობაში ჩვენი დახმარებებით ბევრი სოციალური ჯგუფი მოვიცავით და ხშირად იყო შეკითხვა, რომ დევნილები დაგვრჩნენ ყურადღების გარეშე. ჩვენ ახლა ამ ჩავარდნას ვაკომპენსირებთ. მთავრობა მიმართავს 150 მლნ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი სამჯერ მეტი მშენებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ 1 800 ოჯახი, დაახლოებით 6 000 ადამიანი, სამი წლით ადრე მიიღებს ბინას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი