კომპანია „სპეის-იქსის“ ხომალდით კოსმოსში NASA-ს ასტრონავტების გამგზავრება უამინდობის გამო გადაიდო, იუწყება NASA „ტვიტერში“.
„დღეს გაშვებას არ ვაპირებთ. ამინდის გამო გაშვება არ გამოვა. შემდეგი შესაძლებობა შაბათს, 30 მაისს, 15 საათსა და 22 წუთზე [ადგილობრივი დროით] გვექნება“, — წერს NASA.
დღეისთვის დაგეგმილი გაშვება რომ შემდგარიყო, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა კერძო კომპანიამ კოსმოსში ხომალდით ასტრონავტები გაუშვა.
პროექტის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ „ამერიკის ხმის“ სტატიას:
მთავარ ფოტოზე: ასტრონავტები დაგ ჰარლი და რობერტ ბენკენი