ახალი ამბები

რუსეთის COVID-სტატისტიკაში არ შეიყვანენ მათ, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩივილი არ აქვს

27 მაისი, 2020 • 1448
რუსეთის COVID-სტატისტიკაში არ შეიყვანენ მათ, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩივილი არ აქვს

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკაში არ შეიყვანენ მათ, ვისაც დაავადება დაუდასტურდა, თუმცა არ აქვს ჩივილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

„ვირუსის გამოვლინებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩივილის არქონის შემთხვევაში, ობიექტური და დამატებითი ინფორმაციით, ეს მდგომარეობა უნდა განიხილებოდეს, როგორც ვირუსის მატარებლობა და კოდირებული იყოს რუბრიკა Z22.8-ით. ასეთი შემთხვევები ინფიცირებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკაში არ შედის“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

რუსეთში ოფიციალური ცნობით გამოვლინდა კორონავირუსის 370 680 შემთხვევა. გარდაიცვალა დაახლოებით 4 000 ადამიანი.


რუსეთში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კორონავირუსით გამოწვეულ დაბალ სიკვდილიანობაზე აქამდე წერდა საერთაშორისო მედია — The New York Times-ისა და Financial Times-ის ცნობით, ხელისუფლება მალავდა გარდაცვალების შემთხვევებს და  სხვა მიზეზით გარდაცვალების კლასიფიკაციაში გაჰყავდათ.

ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ნეტგაზეთის“ მასალა:

„რუსეთში COVID 19-ით დაბალი სიკვდილიანობის სტატისტიკის საიდუმლო ამოხსნილია“ — მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი