ახალი ამბები

პირველი ივნისიდან მაღაზიები, ბაზრობები და ღია რესტორნები გაიხსნება

27 მაისი, 2020 • 2092
პირველი ივნისიდან მაღაზიები, ბაზრობები და ღია რესტორნები გაიხსნება

პირველი ივნისიდან იხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის- მოლები, ღია და დახურული სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

“8 ივნისიდან კი გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში. შესაბამისად, რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი შემოწმება”, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, 29 მაისიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ განაახლებს მუშაობას.

დღევანდელ ბრიფინგზე გახარიამ თქვა, რომ ტრანსპორტში მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, რაზეც პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები.

ამასთანავე, გიორგი გახარიამ დღეს თქვა, რომ 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გააგრძელებს მუშაობას, ხოლო პირველი ივნისიდან, მაღაზიები, ბაზრობები (მათ შორის, მოლებიც) და ღია რესტრორნები გაიხსნება

მასალების გადაბეჭდვის წესი