ახალი ამბები

თითო მოსახლეზე თვეში 12 ცენტი გამოდის – ჯაღმაიძე საპატრიარქოს 25 მილიონზე

26 მაისი, 2020 • 1303
თითო მოსახლეზე თვეში 12 ცენტი გამოდის – ჯაღმაიძე საპატრიარქოს 25 მილიონზე

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე კიდევ ერთხელ ეხმაურება TDI-ს გამოქვეყნებულ ანგარიშს და ამბობს,რომ  ორგანიზაცია ციფრებით მანიპულირებს.

საქმე ეხება ანგარიშში, სადაც ნათქვამია, რომ 2002 წლიდან 2019 წლამდე ეკლესიამ ბიუჯეტიდან 276.5 მილიონი ლარი მიიღო.

„ეს არის მნიშვნელივანი თანხა ერთი ადამიანისათვის, მაგრამ ყველა სიდიდე ფარდობითია. გთავაზობთ, სხვა “ათვლით სისტემაში” წარმოვადგინოთ ეს თანხა, მაგალითად ასე:

დავუშვათ, ეკლესიას მიღებული თანხა თანაბრად გადაენაწილებინა საქართველოს მოქალაქეებისათვის, რა თანხას მიიღებდა თითოეული მოქალაქე?

276 000 000 ლარი, 17 წლის განმავლიბაში საქართველოს მოსახლეობის მთლიან რაოდენობაზე (3,7 მლ-ნი) გადაანგარიშებით მივიღებთ:

276 000 000 ÷ 17 (წელი) ÷ 3 700 000 (მოსახლეობა) = 4,38 ლ (წელიწადში) ( 1,46 $ )

წელიწადში! თითოეულ მოსახლეზე 4 ლარი და 38 თეთრი, ანუ 1$ და 46 ცენტი!
ანუ, თვეში თითო მოსახლეზე 36 თეთრი!!! ( 12 ცენტი!!! )“, – წერს ჯაღმაიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და ამატებს, რომ მსგავსი პუბლიკაციები ეკლესიის საწინააღმდეგოდ ქვეყნდება.

მანამდე მსგავსი რამ განაცხადა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტ ანტონმა:

“აგერ, რად აფინანსებენ საპატრიარქოსო.. 25 მილიონი რომ გაადიდოთ, 17 წლის ნამრავლით წარმოაჩენენ. დაფიქრდით, 25 მილიონი სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 ლარია. არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან? დედაეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს? მაშინ, როცა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს” ,- თქვა მან.

საპატრიარქოს კაპიტალი

მასალების გადაბეჭდვის წესი