ახალი ამბები

80 წელს გადაცილებულ პაციენტთან პლაზმით მკურნალობამ შედეგი გამოიღო – ეზუგბაია

25 მაისი, 2020 •
80 წელს გადაცილებულ პაციენტთან პლაზმით მკურნალობამ შედეგი გამოიღო – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპისთვის კლინიკაში სამი მძიმე პაციენტი იმყოფება, თუმცა მათი მდგომარეობა უმჯობესდება. მისივე თქმით, აქედან ერთ-ერთ პაციენტთან, რომელიც 80 წელს გადაცილებულია, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით ჩაუტარდა მკურნალობა, რასაც დადებითი შედეგი მოჰყვა.

“პაციენტი 80 წელს ზემოთ არის და მას დიალიზი ჩაუტარდა. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რამაც შედეგი გამოიღო. შედეგად, 80 წელს გადაცილებული ქალის მდგომარეობა შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ კეთილსაიმედოა, რაც ძალიან კარგია. საუბარია გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზე”, – ამბობს ეზუგბაია.

25 მაისის 11:48 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 731-ს მიაღწია. ამასთან, 4 ადამიანით 526-მდე  გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი