ახალი ამბები

ამ დროისთვის ქვეყანაში 75-ზე მეტი მძიმე პაციენტია — ეზუგბაია

18 სექტემბერი, 2020 • 864
ამ დროისთვის ქვეყანაში 75-ზე მეტი მძიმე პაციენტია — ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში 1 657 პაციენტს მკურნალობენ და მეთვალყურეობენ.

მისი თქმით, ამ პაციენტებიდან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა 75-ს აჭარბებს.

18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182  ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3 119  გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად 1435-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი