ახალი ამბები

ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით — ეზუგბაიას განმარტება

20 სექტემბერი, 2020 • 922
ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით — ეზუგბაიას განმარტება

თბილისის ინფექციური საავადამყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 20 სექტემბერს კორონავირუსის დადასტურებული 196 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი, 128 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 30
  • ქუთაისი — 19
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 6
  • გურია — 4
  • კახეთი — 1
  • შიდა ქართლი — 1
  • ქვემო ქართლი — 5
  • მცხეთა-მთიანეთი — 2

ეზუბაიას განმარტებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 14 კრიტიკულად მძიმე და 80-მდე მძიმე პაციენტი მკურნალობს, დანარჩენი დაინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი