ახალი ამბები

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი Tik-Tok-ზე დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული – საგარეო უწყება

23 მაისი, 2020 •
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი Tik-Tok-ზე დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით სოვიალურ პლატფორმა Tik-Tok-ზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული. სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უწყებამ აქტიურად იმუშავა ჩინურ მხარესთან, როგორც თბილისში, ასევე პეკინში.

“საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატმა, ისევე როგორც ჩვენმა საელჩომ ჩინეთში, ინფორმაციის გავრცელების თანავე დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. შეხვედრები გაიმართა თბილისსა და პეკინში, მათ შორის ჩვენი ელჩი ჩინეთში შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელობას რა დროსაც მათ ბოდიში მოიხადეს აღნიშნული ხარვეზის გამო და დაგვპირდნენ მის მალევე გამოსწორებას.

ზოგადად საგარეო უწყება ყოველთვის რეაგირებს საქარათველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სამინისტროს და საელჩოების ძალისხმევით გამოსწორებულა ამა თუ იმ სუბიექტისა და ორგანზიაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მომართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჩავები საქმიანობის უმთავრესი ნაწილია”, – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სოციალურ ქსელ Tik-Tok-ს მსოფლიოს ქვეყნების/რეგიონების ჩამონათვალში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ერთეულებად ჰქონდა მითითებული. ამ ადგილებს საქართველო და გაეროს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა.

Airbnb ვებგვერდიდან წაშლის სახლებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი