22 მაისს პაკისტანში მომხდარ ავიაკატასტროფას 97 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება BBC.
ავიაკატასტროფა მოხდა გუშინ, პაკისტანის კარაჩის რეგიონში.
თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, ბორტზე 90 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ახალი ინფორმაციით, სულ თვითმფრინავში 91 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო. კატასტროფას არსებული ცნობებით მხოლოდ 2 ადამიანი გადაურჩა.
გარდა ამისა, თვითმფრინავი საცხოვრებელ რაიონში დაეცა.
ჯერჯერობით, კატასტროფის მიზეზი უცნობია, მაგრამ როგორც BBC წერს, ადგილობრივი მედიის ცნობით, პილოტმა დაშვების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დისპეტჩერს ტექნიკური პრობლემების შესახებ აცნობა და განგაშის სიგნალი მისცა, როცა თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო.
გარეკანის ფოტო: EPA