ახალი ამბები

რუსეთში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

23 მაისი, 2020 • 1152
რუსეთში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოში ხანძარმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ თათრეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით ხანძარი შაბათს ღამით გაჩნდა, კლინიკის იმ ტერიტორიაზე, სადაც კორონავირუსიანი პაციენტები არ იყვნენ. რეგიონში არსებული სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობა ხუთი კვადრატული მეტრის ფათობზე მოხერხდა, თუმცა დაიღუპა ორი ადამიანი და ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე განხორციელდა 83 პირის ევაკუაცია.

თათრეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზები დგინდება, თუმცა ის არ არის დაკავშირებული ვენტილაციის აპარატის აალებასთან.

სწორედ რუსული წარმოების ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატის აალების გამო მოხდა ხანძარი მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში, 9 და 12 მაისს, რომლის დროსაც საერთო ჯამში 7 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი