ახალი ამბები

8 ივნისიდან UK-ში ჩასულ ყველა პირს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს

23 მაისი, 2020 • 1152
8 ივნისიდან UK-ში ჩასულ ყველა პირს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს

14 ივნისიდან, გაერთიანებულ სამეფოში ჩასულ ყველა პირს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს, იუწყება „გარდიანი“.

ჩასულ პირებს აგრეთვე მოუწევთ, შეატყობინონ ხელისუფლებას, სად არიან გაჩერებულები, რათა შესაძლებელი იყოს შემოწმება, რამდენად იცავენ ისინი კარანტინის წესებს. ასეთი შემოწმებები არჩევითი იქნება.

კარანტინის დარღვევის შემთხვევაში პირს 1000 ფუნტ სტერლინგის ჯარიმა დაეკისრება.


გაერთიანებულ სამეფოში შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნა 13 მაისიდან დაიწყეს. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ივლისისთვის კაფეების, რესტორნების, სასტუმროების, ეკლესიებისა და კინოთეატრების ნაწილის გახსნა მაინც იქნება შეიძლება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 255 000 შემთხვევაზე მეტი გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 000 ადამიანზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი