ახალი ამბები

YouTube-მა წაშალა „ნიუსფრონტის“ ანგარიში

22 მაისი, 2020 • 1111
YouTube-მა წაშალა „ნიუსფრონტის“ ანგარიში

ვიდეოჰოსტინგმა YouTube-მა წაშალა 3 რუსულენოვანი მედიასაშუალების კონტენტი და ანგარიშები, იუწყება სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი“.

„რიას“ ცნობით, წაშლილია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოქმედი არხის, „კრიმ 24-ის“ და   Anna News-ისა და „ნიუსფრონტის“ ანგარიშები.

აქამდე, „ნიუსფრონტის“ ანგარიშები წაშალა Facebook-მაც.

კერძოდ, წაიშალა 46 გვერდის, 91 ფეისბუქ ანგარიშის, 2 ჯგუფისა და 1 ინსტაგრამ ანგარიშისგან შემდგარი ქსელი, რომელიც რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, ფრანგულ, უნგრულ, სერბულ, ქართულ, ინდონეზიურ და სპარსულ ენებზე ავრცელებდა ცნობებს.

“ფეისბუქის” ცნობით, მათ დაადგინეს, რომ ეს საქმიანობა დაკავშირებული იყო პერსონებთან რუსეთში, დონბასში/უკრაინა და ყირიმში ბაზირებულ ორ მედიასაშუალებასთან: News Front-თან და South Front-თან. “ფეისბუქი” ამბობს, რომ ამ ქსელს მიაგნო რეგიონში კოორდინებული არაავთენტური ქცევის თაობაზე საკუთარი შიდა გამოძიების ფარგლებში.

„ნიუსფრონტთან“ დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

რას უარყოფს და რას აღიარებს კრემლისტური ახალი ამბების ფრონტი?

მასალების გადაბეჭდვის წესი