ახალი ამბები

რა შემთხვევაში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ხათუნა ზახაშვილი

22 მაისი, 2020 •
რა შემთხვევაში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მაშინ გახდება დასაშვები, თუ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ავადობის მაჩვენებელი არ მოიმატებს და იმავე ნიშნულზე დარჩება.

ამის შესახებ ზახაშვილმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციზე.   როდესაც  ბიზნესი გაიხსნება და ადამიანების აქტივობები მოიმატებს, თუ ავადობის მაჩვენებელი იგივე ნიშნულზე დარჩება და ეს აქტივობები დაავადების რაოდენობის მატებისთვის იმპულსი არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად სატრანსპორტო საშუალებების ამუშავებაც დაშვებული იქნება.

3-ზე მეტი ადამიანის ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას რაც შეეხება, ესეც არის ადამიანთა გადაადგილების შენელებისთვის შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმი და მისი არსებობა იგივე მიზანს ემსახურება –  ნაკლები ადამიანი გადაადგილდეს ერთდროულად, ერთ სივრცეში. ესეც არის დაავადების გავრცელების შეკავების ერთ-ერთი ეფექტური შესაძლებლობა ადამიანების გადაადგილების შეზღუდვის თვალსაზრისით”, – აღნიშნა ზახაშვილმა.

22 მაისის შემდეგ კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი