ახალი ამბები

“თუ გოიმი ხარ, N1 უნდა იყო” – ბოკერიას პასუხი კობახიძეს

21 მაისი, 2020 • 1152
“თუ გოიმი ხარ, N1 უნდა იყო” – ბოკერიას პასუხი კობახიძეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც მას “გოიმების სპექტრში პირველი” უწოდა, და მის სიტყვებს კომპლიმენტად იღებს.

„ადამიანი ყველა საქმეში, რომელშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი. თუ გოიმი ხარ, ჯობია და უნდა ეცადო, რომ N1 გოიმი იყო. ასე რომ, დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის.

ნომერ პირველი უნდა იყო.. უნდა ეცადო, ყოველ შემტხვევაში. მე ასე არ ვაფასებ ჩემს თავს, ასეთი ამბიციური არ ვარ. თუმცა, რახან მე ნომერ პირველ გოიმად ჩამთვალა, მადლობა ამ კომპლიმენტისთვის“, – ამბობს ბოკერია ვიდეოში, რომელსაც „მთავარი“ ავრცელებს.

ასეთი გოიმური ოპოზიცია არ მახსენდება – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი