ახალი ამბები

ასეთი გოიმური ოპოზიცია არ მახსენდება – კობახიძე

21 მაისი, 2020 • 1967
ასეთი გოიმური ოპოზიცია არ მახსენდება – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ასეთი მარგინალური და გოიმური ოპოზიციური სპექტრი არ ახსენდება.

“ზოგადად თუ გადაავლებთ თვალს, ელემენტარულად ვიზუალურად თუ გადახედავთ იმ სურათს, რომელიც არის ჩამოყალიბებული “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, ყველაფერი ნათელი ხდება. ასეთი სპექტრი, ბუნებრივია, განწირულია წარუმატებლობისთვის. ასეთი მარგინალური და გოიმური ოპოზიციური სპექტრი მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “პოსტ ტივის” ეთერში სტუმრობისას.

კობახიძის თქმით, ინტელექტუალური თვალსაზრისით ასეთი მწირი სპექტრი ბოლო 30 წლის მანძილზე არ ახსოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი