„ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე საუბრისას ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, გიგა ბოკერია „პირველია ამ გოიმების სპექტრში“.
„ძალიან მარტივად არის ყველაფერი, გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერი არ არის გოიმობა და ამ გოიმობის გამო მიიღებენ პასუხს.
საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს გოიმური ქცევა, გოიმური საუბარი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში. პოლარიზებას ხელს უწყობს ერთადერთი რამ, ეს არის კრიმინალები პოლიტიკაში და, ბუნებრივია, ეს ეპოქა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – ამბობს კობახიძე ვიდეოში, რომელსაც ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს.
ჟურნალისტის კითხვაზე მის ამ შეფასებასთან დაკავშირებით, კობახიძე ამატებს – „გიგა ბოკერია არის პირველი ამ გოიმების სპექტრში“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კობახიძე ოპოზიციის წევრებს გოიმებად მოიხსენიებს. გუშინ, 20 მაისს, „პოსტ ტვ-ს“ ეთერში მან განაცხადა:
„ასეთი მარგინალური და გოიმური ოპოზიციური სპექტრი მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში”,