შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევის 79 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობითვე, 20 მაისის 21 საათიდან 21 მაისის დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დაჯარიმდა.
“მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 4 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა”,-აცხადებენ შსს-ში.
ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
დღეს, 21 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 22 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის ამოწურვასთან ერთად, გაუქმდება კომენდანტის საათიც.