ახალი ამბები

იტალიელმა ქალმა მოიგო პიკასოს ნახატი, რომელიც 1 მილიონი ევრო ღირს

21 მაისი, 2020 •
იტალიელმა ქალმა მოიგო პიკასოს ნახატი, რომელიც 1 მილიონი ევრო ღირს

იტალიელმა ქალმა მოიგო ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ნახატი, რომელიც 1 მილიონი ევრო ღირს, წერს CNN.

პრიზის მოგება მან საქველმოქმედო აუქციონის ფარგლებში მოახერხა, რომელიც პარიზში, Christie’s-ის აუქციონის სახლში მოეწყო.

აუქციონის ფარგლებში, რომელსაც „1 პიკასო 100 ევროს სანაცვლოდ“ ერქვა, პიკასოს ადმინისტრაციის ნებართვით საქველმოქმედო ორგანიზაცია Aider Les Autres-მა (სხვების დახმარების) ჩაატარა. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად 100 ევროს გადახდა იყო საჭირო, გამარჯვებული კი პიკასოს ნახატს მიიღებდა.

აუქციონში მთლიანობაში 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა (ანუ, ჯამში, 20 მილიონი მოგროვდა), გამარჯვებული კი იტალიელი კლაუდია ბორგოგნო აღმოჩნდა.

პრიზად ბორგოგნოს ერგო 1921 წლით დათარიღებული, პიკასოს მიერ ზეთით დახატული ნახატი „Nature Morte“, რომელიც აქამდე საფრანგეთში, კერძო კოლექციაში ინახებოდა. პიკასოს ხელმოწერა ნახატის ზედა, მარცხენა კუთხეშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი