ახალი ამბები

ზელენსკიმ საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად ლევან ვარშალომიძე დანიშნა

21 მაისი, 2020 • 3111
ზელენსკიმ საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად ლევან ვარშალომიძე დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალ სტრუქტურას — „საინვესტიციო ოფისს“, რომელიც სექტემბერში დაიწყებს მუშაობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს, იუწყება „უნიანი“.

თავისი გადაწყვეტილება ზელენსკიმ პრეზიდენტობის ერთი წლისთვის მიძღვნილ პრესკონფერენციაზე გაახმიანა.

„შემიძლია გითხრათ საინვესტიციო ოფისზე, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში გავხსნით. ხელმძღვანელად იქ ბატონი ვარშალომიძე ავიყვანეთ, რომელიც ბათუმს აშენებდა“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება — ერთი ცალკეული გამჭვირვალე საინვესტიციო ოფისი უკვე სექტემბერში იმუშავებს და მხოლოდ ის იქნება დაკავებული ინვესტიციებით. პირველი ჩემი გეგმა მათთან უკვე შევათანხმე. გეგმა თვრამეტ თვეზეა გათვლილი. უკრაინაში 7 მილიარდი აშშ დოლარის სწრაფი ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება. უკვე არიან კომპანიები და ხალხი“, — აღნიშნა ზელენსკიმ.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უკრაინაში 12 მარტიდან ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი