ახალი ამბები

“ბოლო ზარი” 2020

20 მაისი, 2020 • 2321
“ბოლო ზარი” 2020

საქართველოში მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო წელი და ამასთან სკოლაც დამთავრდა, თუმცა განსხვავებით წინა წლებისგან, წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა “ბოლო ზართან” დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება პანდემიის გამო ვერ შეძლეს. მეთორმეტეკლასელების დიდმა ნაწილმა ასევე ვერ მოახერხა სკოლის დამთავრების შემდეგ ბანკეტის გამართვა.

ამასთან, მათთვის ამ დრომდე უცნობია, თუ როდის და რა სახით ჩაუტარდებათ ერთიანი ეროვნული გამოცდებიც, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც, ისინი უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ სწავლას.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ვიდეო რეპორტაჟს, სადაც სამი მეთორმეტეკლასელი საკუთარ გამოცდილაბაზე გვიყვება – რა მოლოდინები ჰქონდა “ბოლო ზართან” და ბანკეტთან დაკავშირებით და საბოლოოდ რა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ ისინი.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/251262042609449/?t=4

მასალების გადაბეჭდვის წესი