ახალი ამბები

გადავადდეს სესხები და გაუქმდეს უკვე დარიცხული პირგასამტეხლოები – მანიფესტი

20 მაისი, 2020 •
გადავადდეს სესხები და გაუქმდეს უკვე დარიცხული პირგასამტეხლოები – მანიფესტი

გადავადდეს სესხები და გაუქმდეს უკვე დარიცხული პირგასამტეხლოები – ამ მოთხოვნით Manifet.ge-ზე საინიციატივო ჯგუფმა „დააპაუზე უფასოდ“ მანიფესტი შექმნა.

პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ, რომ მანიფესტის „დააპაუზეუფასოდ“არაერთი მოწოდების მიუხედავად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებებმა არ გადადგეს მყისიერი და ეფექტური ნაბიჯები, რომელიც გულისხმობდა სასესხო ვალდებულებების დაპაუზებას-საშეღავათო პერიოდის მიცემას იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სასესხო ვალდებულებები ჰქონდათ ამა თუ იმ საკრედიტო დაწესებულებებში და მათგან დამოუკიდებელი ე.წ. „კოვიდ“ მიზეზის გამო დარჩნენ შემოსავლების გარეშე ან მკვეთრად შეუმცირდათ შემოსავალი.

პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ, რომ მთავრობამ გამოიყენოს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მის ხელთ არსებული უფლებამოსილება და პრეზიდენტის დეკრეტის N1-ის მე-7 მუხლის ფარგლებში გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომლითაც:

–  მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებებს აეკრძალოთ პანდემიის გამო შემოსავლების გარეშე ან/და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებით დარჩენილი მსესხებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისათვის აღნიშნულ პერიოდში სესხებზე ვადაგადაცილების გამო ჯარიმის, პირგასამტეხლოს დარიცხვა და სამართალწარმოების დაწყება. ამასთან, მოეხსნებათ 01 მარტიდან უკვე დარიცხული პირგასამტეხლოები და ჯარიმები.

–  პანდემიის გამო შემოსავლების გარეშე ან/და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებით დარჩენილი მსესხებელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ საბანკო ვალდებულებები.


საინიციატივო ჯგუფი #დააპაუზეუფასოდ მიმდინარე კორონავირუსის პანდემიის დროს შეიქმნა, “ფონდი ღია საზოგადოების მხარდაჭერით შექმნილი საინიციატივო ჯგუფი სამართლებრივად ეხმარება სამსახურის გარეშე დარჩნილ მოქალაქეებს ან მათ, ვისაც შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდათ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ან ონლაინ საკრედიტო დაწესებულების მიმართ სასესხო ვალდებულებების შესრულებას ვეღარ ახერხებენ.

ვრცლად „დააპაუზეუფასოდ-ზე“:

ვის მივმართოთ სამართლებრივი დახმარებისთვის თუ უშემოსავლოდ დავრჩით და სესხი გვაქვს

მასალების გადაბეჭდვის წესი