ახალი ამბები

24 საათში COVID-19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 19

20 მაისი, 2020 • 957
24 საათში COVID-19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 19

20 მაისის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 713-ს მიაღწია.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, მათგან 9 შემთხვევა ბოლნისში დაფიქსირდა, 2 პაციენტი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, 20 მაისის მონაცემებით, 24 საათში COVID-19-სგან 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებული პაციენტების რაოდენობამ 475 შეადგინა.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი