ახალი ამბები

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

19 მაისი, 2020 • 906
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სამთავრობო ონლაინ რესურსი Stopcov.ge ავრცელებს.

საიტის მიხედვით, 19 მაისის 20:40 საათის მონაცემებით, ქვეყანაში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 707 შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 456 და გარდაიცვალა 12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 914 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 340 პირია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი