ახალი ამბები

პატრულის თანამშმროლის მონაწილეობით მომხდარ ავტოავარიას ვიძიებთ – პროკურატურა

19 მაისი, 2020 • 699
პატრულის თანამშმროლის მონაწილეობით მომხდარ ავტოავარიას ვიძიებთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე  პატრულის თანამშრომლის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 19 მაისს გაბრიელ სალოსის გამზირზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოძრავ მოქალაქეს შეეჯახა. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი