ახალი ამბები

რუსეთში კორონავირუსით დაავადების თითქმის 300 000 შემთხვევა დაფიქსირდა

19 მაისი, 2020 • 853
რუსეთში კორონავირუსით დაავადების თითქმის 300 000 შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით დაავადების თითქმის 300 000 — 299 941 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

გამოვლენილი შემთხვევებიდან გარდაიცვალა 2837 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 76 130.

ქვეყნის რეგიონების დიდ ნაწილში აქამდე მოქმედებს საკარანტინე ზომები, თუმცა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით მათი გაუქმება დაიწყო. შეზღუდვები შენარჩუნდება მოსკოვში, სადაც სახლიდან გასასვლელად ციფრული საშვიც კი არის საჭირო.


რუსეთის კორონავირუსისგან გარდაცვლილთა სტატისტიკაზე ეჭვები არსებობს საერთაშორისო მედიასა და ადგილობრივ ხელისუფლების კრიტიკოსებში. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

„რუსეთში COVID 19-ით დაბალი სიკვდილიანობის სტატისტიკის საიდუმლო ამოხსნილია“ — მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი