ახალი ამბები

იტალიაში დღეიდან მაღაზიები და რესტორნები გაიხსნა

18 მაისი, 2020 • 783
იტალიაში დღეიდან მაღაზიები და რესტორნები გაიხსნა

ევროპაში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე დაზარალეულ ქვეყანაში, იტალიაში, სადაც კორონავირუსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია ჩინეთს გარეთ თებერვალში დაიწყო, მაღაზიები და რესტორნები იხსნება, იუწყება NBC News.

9 მარტის გადაწყვეტილებით, იტალიაში კარანტინი დაწესდა — იმ მომენტისთვის ფიქსირდებოდა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის დიდი მატება — ამ მომენტისთვის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 200 000-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა — 30 000-ს.

თუმცა, ვირუსის გავრცელების შენელებიდან და კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური პრობლემების თავიდან აცილებისთვის იტალიაში შეზღუდვებს ნელ-ნელა ხსნიან.

3 ივნისიდან შესაძლებელი იქნება ქვეყნის დატოვება და მასში ჩასვლა, უკვე ნებადართულია სხვადასხვა დაწესებულების მუშაობა, შუა ივნისისთვის, თუ ვირუსის გავრცელება მინიმალური იქნება, გაიხსნება კინოთეატრები და თეატრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი