ახალი ამბები

დეტროიტში მღვდელმა მსახურებისთვის წყლის სათამაშო პისტოლეტი გამოიყენა

18 მაისი, 2020 • 1095
დეტროიტში მღვდელმა მსახურებისთვის წყლის სათამაშო პისტოლეტი გამოიყენა

დეტროიტში კათოლიკე მღვდელმა სააღდგომოდ ნაკურთხი წყლის მსახურებსთვის სათამაშო წყლის პისტოლეტი გამოიყენა, რათა კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში დაწესებული დისტანცირების შეზღუდვები დაეცვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები თავდაპირველად წმინდა ამბროსის ეკლესიამ გაავრცელა. ფოტოებზე ასახულია, თუ როგორ ასხურებს მღვდელი ტიმოთი პელკი ნაკურთხ წყალს მანქანაში, რომელიც ეკლესიასთან ახლოს გაჩერდა. მღვდელს კორონავირუსის გავრცელების პრევნციისთვის უკეთია ნიღაბი, პირბადე და დამცავი ხელთათმანები.

ფოტოები აღდგომას არის გადაღებული, თუმცა მათი ვირუსული გავრცელება ინტერნეტში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

გამოცემის ცნობით, პელკმა BuzzFeed News-თან საუბრისას განაცხადა, რომ წუხდა, თუ როგორ მიიღებდა ამ ამბავს ვატიკანი, თუმცა ამ დრომდე მათგან არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა.

რიტუალის მთავარი აზრი კი იმაში მდგომარეობდა, რომ პანდემიის მიუხედავად, რაიმე გზით გაგრძელებულიყო სააღდგომო მსახურების ტრადიცია. პელკის თქმით, ეკლესიამ და საზოგადოებამ ვირუსი სერიოზულ საფრთხედ მიიჩნიეს. მრევლმა მიჩიგანში კორონავირუსით დაღუპული თითოეული ადამიანის ხსოვნის საპატივცემულოდ ეკლესიის ტერიტორიაზე ხეებს ლურჯი ლენტებიც გაუკეთეს. ლენტების რაოდენობა ამჟამად 5 000-ს უახლოვდება.

The Guardian-ის ცნობით, მიჩიგანში საპროტესტო აქციებიც  გამართა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად, თუმცა, პელკის თქმით, ეკლესია მომიტინგეების პოზიციას არ იზიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი