ახალი ამბები

“2016 წელს 2 ტყვია მესროლეს, დარწმუნებული ვარ ამის უკან ივანიშვილი იდგა” – ოქრუაშვილი

16 მაისი, 2020 • 1423
“2016 წელს 2 ტყვია მესროლეს, დარწმუნებული ვარ ამის უკან ივანიშვილი იდგა” – ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუავილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში აცხადებს, რომ 2016 წელს მომხდარი თავდასხმის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა და ამას “რუსთავი 2-ის” საქმეს უკავშირებს:

“2016 წელს 2 ტყვია მესროლეს, დარწმუნებული ვარ დღეს, რომ ამის უკან ივანიშვილი იდგა. გაიხსენეთ, “რუსთავი 2″, ზოგადად ჩემი ფენომენი” – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილს, რომელიც 2016 წელს გორის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, დაიჭრნენ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი და კოორდინატორი.

მაშინ, ოქრუაშვილი თავდასხმაში მმართველი პარტიის, “ქართული ოცნებისა” და ამავე პარტიის მაღალჩინოსნის, კახა კალაძის მონაწილეობაზე საუბრობდა, “ქართულ ოცნებაში” კი ამგვარ კავშირებს გამორიცხავდნენ.

ოქრუაშვილის ამბობდა, რომ ეს ინციდენტი უკავშრდებოდა კახა კალაძის ცოლის ძმის ხელმძღვანელობით გორში ე.წ. “ძველი ბიჭების” გააქტიურებას.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის კავშირს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმესთან, ოქრუაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ტელეკომპანია მას ეკუთვნის და არა ქიბარ ხალვაშს.

ვრცლად, თუ რას ამბობდა ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით, წაიკითხეთ:

როგორ ვიყიდეთ რუსთავი 2 – ირაკლი ოქრუაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი