ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება საქართვლეოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა/გადაზიდვას გულისხმობს.

ბრალი დამტკიცების შემთხვევაში, 6 წლამდე პატიმრობას ითვალისზინებს.

უწყებაში დაკავების შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

ოთარ ფარცხალაძის ძმას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა