ახალი ამბები

ოთარ ფარცხალაძის ძმას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

16 მაისი, 2020 • 1133
ოთარ ფარცხალაძის ძმას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმას, აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

სასამართლოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს, 16 მაისს იმსჯელა.

ყოფილი გენერალური პროკურორის ძმა შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა/გადაზიდვას გულისხმობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი