ახალი ამბები

“შორს ვარ აზრისგან, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება “ოცნებასთან” შეთანხმებული არ იყო” – ბესელია

16 მაისი, 2020 • 1096
“შორს ვარ აზრისგან, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება “ოცნებასთან” შეთანხმებული არ იყო” – ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია ტელეკომპანია “პირველთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები, რომ თითქოს ზურაბიშვილის მიერ შეწყალებაზე მიღებული გადაწყვეტილება მმართველ გუნდთან შეთანხმებული არ იყო, საკუთარი განცხადებების რეაბილიტაციის უმწეო მცდელობაა:

“შორს ვარ იმ აზრისგან, რომ [პრეზიდენტის გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებასთან”] შეთანხმებული არ იყო. მგონია, რომ იყო შეთანხმებული პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის. ბუნებრივია, კობახიძის, მდინარაძის და სხვების წინა დღეების გნაცხადებებს თუ გავიხსენებთ, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავდნენ, ლანძღვა-გინებით მოიხსენიებდნენ ამ ადამიანებს და ამბობდნენ, რომ არავითარი პოლიტპატიმრები, არავითარი დაკავებულების გათავისფულებას არავინ აპირებს და ასე სწრაფად მოუხდათ უკან დახევა, ეს იყო საკუთარი ძალიან მკვახე განცხადებების რებილიტაციის უმწეო მცდელობა” – ამბობს ბესელია.

მისი თქმით, მმართვლეი აპრტია სხვას ვერაფერს იტყოდა და ეს მისი შეფასებით, არადამაჯერებელი ვერსია მოიფიქრეს.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე ისინი მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.

“ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ვინმეს ციხიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა და ამას არ აპირებდნენ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათ ხელისუფლებას ღიად მოუწოდეს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი