ახალი ამბები

შსს-ის მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან სერვისების ნაწილს აღადგენს

16 მაისი, 2020 • 2298
შსს-ის მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან სერვისების ნაწილს აღადგენს

სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან,
ეტაპობრივად იწყებს COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე
შეზღუდული სერვისების მიწოდებას. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სინაგან საქმეთა სამინისტრო აქვრცელებს.

უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები და იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.

ამასთანავე მომსახურების სააგენტოს თქმით, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:

[crosslist]

  • სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება;
  • ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

[/crosslist]

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მომსახურების საგენტოს განცხადებით, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი