ახალი ამბებირეკლამა

ბილაინის მაღაზიები უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით 18 მაისს იხსნება

15 მაისი, 2020 • 1367
ბილაინის მაღაზიები  უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით 18 მაისს იხსნება

თბილისი, 15 მაისი, 2020 – საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი, ბილაინი 18  მაისიდან მაღაზიების ეტაპობრივ გახსნას იწყებს და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მოემსახურება აბონენტებს. ბილაინის 28 მაღაზიიდან პირველ ეტაპზე 23  გაიხსნება, მარნეულის მაღაზიის გახსნა დაგეგმილია 25 მაისს, „თბილისი მოლის“  – 8 ივნისს, აეროპორტების კი – საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთანავე.

მაღაზიების ძირითადი ნაწილი იმუშავებს ყოველდღე 9:00-დან 18:00 საათამდე და მაღაზიებში დაცული იქნება COVID-19-თან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია, რომელიც  აუცილებელია უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად როგორც აბონენტებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.

ამასთან, ბილაინის ყველა მომსახურება და პროდუქტი რჩება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ონლაინ, აპლიკაციის, ვებგვერდის, ონლაინ ჩატისა და სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. ბილაინის სიმ ბარათების შეძენაც, კომპანიის მაღაზიების გარდა შესაძლებელია ბილაინის თვითმომსახურების ტერმინალებით და საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში.

ბილაინმა COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და უსაფრთხოების მიზნით ერთ-ერთმა პირველმა დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში, მოგვიანებით კი მთელ საქართველოში.


შეკითხვებით მოგვმართეთ: media@beeline.ge

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

მასალების გადაბეჭდვის წესი