ახალი ამბები

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება — გახარია

15 მაისი, 2020 • 1770
22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება — გახარია

გიორგი გახარიას განცხადებით, 22 მაისის შემდეგ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლიგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტ და პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიზნით. მოგეხსენებათ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 მარტს, შემდეგ იყო გადავადებული და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი გახანგრძლივების თხოვნით პარლამენტს აღარ მივმართოთ.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შეზუღვები ერთბაშად არ იქნება მოხსნილი. შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდიმეიოლოგების აზრით, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის მივმართავთ პარლამენტს, რომ მათთან ერთად დავიწყოთ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია და რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“, — აღნიშნა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი