ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს კორონავირუსით დაზარალებულთა კომპენსაციისთვის პირთა რეგისტრაცია დაიწყო. თუმცა ამ დროისთვის [13:58] საიტი გათიშულია, შესაბამისად, მოქალაქეები საიტზე ან ვერ შედიან, ან რეგისტრაციის დროს შეფერხებებს აწყდებიან.
ჯანდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საიტი გადაიტვირთა, ტექნიკური სამსახური კი პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია დღეს, 15 მაისს დაიწყო.
როგორც მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ამბობს, რეგისტრაცია პირველ ივლისამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციის გასავლელად მოქალაქეები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს და სარეგისტრაციო პორტალის დახმარებით, შეიყვანონ თავიანთი მონაცემები.
ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს კომპენსაციას მთავრობისგან – პასუხი ყველა კითხვაზე