ახალი ამბები

აპრილში ფულადი გზავნილები 42.3%-ით შემცირდა

15 მაისი, 2020 • 981
აპრილში ფულადი გზავნილები 42.3%-ით შემცირდა

2020 წლის აპრილში,  წინა წლის აპრილთან შედარებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 42.3%-ით შემცირდა (58 მლნ აშშ დოლარით) და 79.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აპრილში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 34.66 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების დაახლოებით 43% შეადგინა.

ფულად გზავნილებში პირველ ადგილს 13.36 მლნ აშშ დოლარით იტალია იკავებს, თუმცა, 2019 წლის აპრილთან შედარებით, ამ ქვეყნიდან გზავნილები 27.54%-ით არის შემცირებული. შემდეგ მოდის საბერძნეთი 10.15 მლნ აშშ დოლარით, საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 38%-ით შემცირდა. ფულადი გზავნილები აპრილში ყველაზე მეტად 60.42%-61.81%-ით შემცირებულია ესპანეთიდან და რუსეთიდან.

აპრილში ესპანეთიდან საქართველოში დაახლოებით 1.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რუსეთიდან კი -13.12 მლნ აშშ დოლარი.

წყარო: ეროვნული ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი