ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით 1978 წელს დაბადებული ი.ზ-ს კუთვნილი ფარდულის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის არარეგისტრირებული იარაღი: კალაშნიკოვის სისტემის “აკს”-ის და “აკმ”-ის ტიპის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა ტიპის 6 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებისთვის განკუთვნილი 8 მჭიდი და 900 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა სისტემის 3 პისტოლეტი, ასევე, “გეკოს” ფირმის თოფი, “ტულას” ტიპის სანადირო თოფი და 30 მეტრი ცეცხლგამტარი ზონარი – ე.წ. ფითილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს სასჯელს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.