ახალი ამბები

ტურისტებს კოვიდ 19-ზე ტესტირება, შესაძლოა, საქართველოში ჩაუტარონ

15 მაისი, 2020 • 1440
ტურისტებს კოვიდ 19-ზე ტესტირება, შესაძლოა, საქართველოში ჩაუტარონ

ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ, კორონავირუსზე ტესტირება, შესაძლოა, საქართველოში ჩაუტარონ. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა ამაზე მსჯელობს. 

მინისტრმა ამის შესახებ 14 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა: 

„ მნიშვნელოვანია, ტურისტები იყვნენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ნაკლებად რისკის შემცველ ქვეყნებს წარმოადგენენ, მაგრამ რომ სხვა ტურისტებიც იქნებიან. როდესაც ტურისტი ქვეყანაში შემოვა, რა თქმა უნდა, მხოლოდ თერმოსკრინინგი არ იქნება საკმარისი. ჩვენ ვიცით, რომ გლობალურად სიტუაცია ბევრად უფრო გართულებულია და ვმსჯელობთ, თუ რომელ ლოკაციაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარალელურად ლაბორატორიული მომსახურება გვქონდეს და გარკვეული დაყოვნების შემთხვევაში, ტურისტმა ადგილზე მიიღოს ეს მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ მას ეს საკუთარ ქვეყანაში არ აქვს გაკეთებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 1 ივლისიდან ქვეყანას ხსნის ტურისტებისთვის. 

თურნავას თქმით, ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონის ქვეყნებიდან შემოვიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი