ახალი ამბები

ხაზარაძე: კუბილიუსთან მქონდა ზუმით საუბარი, ძალიან ვწუხვარო

14 მაისი, 2020 •
ხაზარაძე: კუბილიუსთან მქონდა ზუმით საუბარი, ძალიან ვწუხვარო

 “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, დღეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს ზუმის გამოყენებით ესაუბრა. 

ზუმის გამოყენებით საუბრის შესახებ ხაზარაძემ მოკლედ ილაპარაკა ტვ “პირველთან” : 

“ მე და ბადრი ჯაფარიძეს ზუმით გვქონდა საუბარი  ანდრიუს კუბილიუსთან. ძალიან ვწუხვარო. კატეგორიულად მიდის საუბარი, რომ ეს შეთანხმება თუ არ შესრულდა,  საქართველო ვერ მიიღებს ფინანსურ დახმარებასო. ჩვენ ვუთხარით, რომ არ შეიძლება ქართველი ხალხი დაისაჯოს იმის გამო, რომ ხელისუფლება არ ასრულებს თავის დაპირებას. ეს იყო ჩვენი პოზიცია”, – განაცხადა ხაზარაძემ 14 მაისს. 

ევროპარლამენტის წევრმა,  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა 14 მაისს განაცხადა, რომ  იმ შემთხვევაში,  თუ მთავრობა არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტს, ის ევროკავშირის ნდობას დაკარგავს, ეს კი პირდაპირ არის დაკავშირებული სამომავლო ფინანსურ მხარდაჭერასთან. ამის შესახებ კუბილიუსმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.

“ევროკავშირის მხარდაჭერა დამოკიდებულია იმ პირობების შესრულებაზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმებით არის გათვალისწინებული და დემოკრატიის განვითარებასაც გულისხმობს თავის თავში. ამიტომაც ვარ შეშფოთებული. შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა მოაწერეს ხელი, ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის სრულად შესრულებული, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”, – განაცხადა მან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი