ახალი ამბები

“პოლიტპატიმრების გათავისუფლებას” კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ითხოვს

14 მაისი, 2020 • 1535
“პოლიტპატიმრების გათავისუფლებას” კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ითხოვს

ევროპარლამენტის წევრი “ევროპის სახალხო პარტიიდან” ანჟეი ჰალიცკი აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმრების ციხეში დატოვება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმების დარღვევაა.

“ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, მივესალმეთ 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც მიღწეულ იქნება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. პოლიტიკური პატიმრების არგათავისუფლება არღვევს ამ შეთანმხებას და არ ნიშნავს თავისუფალ არჩევნებს. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!”, – წერს ევროპარლამენტის წევრი Twitter-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი