ახალი ამბები

18 მაისიდან სილამაზის სალონები იხსნება

14 მაისი, 2020 • 1181
18 მაისიდან სილამაზის სალონები იხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვების მოხსნის გარკვეული ეტაპები დააჩქაროს და ამგვარად, 18 მაისს, ანუ ორშაბათს, სილამაზისა და ესთეტიკის სალონებს შეეძლებათ მუშაობის განახლება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ეპიდემიოლოგური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებით ცოტა ადრე გადავდგათ.

მივიღეთ გადაყწვეტილება, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნას სილამაზის და ესთეტიკური სალონები, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, — განაცხადა გახარიამ.


აქამდე, სილამაზის სალონები კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის გამო იყო დაკეტილი. მათი მუშაობის გაგრძელება, ეკონომიკის გახსნის გეგმით,  18 მაისზე მოგვიანებით იგეგმებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი