ახალი ამბები

გალერი ენმ-ის ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია – ვოლსკი

13 მაისი, 2020 • 1372
გალერი ენმ-ის ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია – ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, ევროპარლამენტარი მიხეილ გალერი, რომელმაც საქართველოში პოლიტიმრების არსებობის შესახებ საუბრობს, “ნაციონალური მოძრაობის” მოკავშირეა.

“ევროპელ პარლამენტართან ან სენატორთან დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნაც პოლიტიკურ ველს საქართველოში აზიანებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაქიმალურად კონსტრუქციულები ვიყოთ. მაგრამ იცის ყველამ, რომ ევროპარლამენტარი, რომელზეც საუბრობთ, არის პრაქტიკულად “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელი და თვითონაც ძალან კარგად იცის, რომ მასალები, რომლებიც არსებობს, უნდა შეისწავლონ, ნახონ და ამ მასალების საფუძველზე შემდეგ ინსტანციაში დააყენო საკითხი”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

დეპუტატმა გაიხსენა ევროპარლამენტარების აქტივობა “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ შემდეგ სტარსბურგის სასამართლომ სულ სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა.

ევროპარლამენტის წევრი მიხაილ გალერი აცხადებს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან, რაც აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. მისი თქმით, ყველა მხარემ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება.

მიხეილ გალერი არის გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი, რომლის ლიდერი გერმანიის კანცლერი ანგელა მირკელია. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, თავის მხრივ, ევროპალრამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრია. ევროპის სახალხო პარტია (EPP) მემარჯვენე ცენტრისტული, პროევროპული პოლიტიკური ძალაა, რომელიც აერთიანებს მსგავსი იდეოლოგიის 70 პარტიას მსოფლიოს 40 ქვეყნიდან. EPP-ის პარტნიორები საქართველოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” არიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი