ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის შსს-მ 132 ადამიანი დააჯარიმა

13 მაისი, 2020 •
საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის შსს-მ 132 ადამიანი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 132 ფაქტი გამოავლინეს. შსს-ს ცნობითვე, პოლიციამ, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 109 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კი 10 ადამიანია დაჯარიმებული.

“პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 13 ფაქტი გამოავლინა”,-აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

მასალების გადაბეჭდვის წესი