ახალი ამბები

რუსეთში ორ გოგოზე, რომლებიც ქუჩაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, თვითიზოლაციის დარღვევისთვის პროტოკოლი შეადგინეს

12 მაისი, 2020 • 761
რუსეთში ორ გოგოზე, რომლებიც ქუჩაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, თვითიზოლაციის დარღვევისთვის პროტოკოლი შეადგინეს

რუსეთის, ქალაქ კრასნოიარკში ორ გოგოზე, რომლებიც ქუჩაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, პოლიციამ თვითიზოლაციის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პროტოკოლი შეადგინა, იუწყება „მედუზა“ „ტაიგა ინფოს“ ცნობაზე დაყრდნობით.

როგორც „ტაიგა ინფო“ წერს, ადგილობრივ შსს-ში მათ განუცხადეს, რომ მიმდინარე წლის 22 აპრილს ქუჩაში გოგოებთან მამაკაცი მივიდა და მობილური ტელეფონები და ძვირფასეულობა წაართვა, რის შემდეგაც „ორივეს მიმართ სექსუალური ხასიათის მოქმედებები ჩაიდინა“ და მიიმალა.

ის მოგვიანებით იპოვეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ხოლო გოგოებზე  თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პროტოკოლი შეადგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი