ახალი ამბები

სოფელი ღვანკითი გაიხსნა

12 მაისი, 2020 • 2919
სოფელი ღვანკითი გაიხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტი სოფელი ღვანკითი დღეს, 12 მაისს, გაიხსნა.

ამის შესახებ  ნეტგაზეთს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში განუცხადეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით კი, სოფელში, მართალია, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, თუმცა სოფლის შესასვლელთან ე.წ. სპეციალური გამშვები პუნქტი ისევ დარჩება, სადაც მოსახლეობის თერმოსკრინინგი გაგრძელდება.

სოფელი კორონავირუსის გამო 23 აპრილს ჩაიკეტა, რადგან წინა დღეს ვირუსი ღვანკითის  კიდევ 4 მცხოვრებს დაუდასტურდა და ამით სოფელში ინფიცირებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი