ახალი ამბები

10 ინფიცირებული ერთ სოფელში – თერჯოლაში სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

23 აპრილი, 2020 • 1499
10 ინფიცირებული ერთ სოფელში – თერჯოლაში სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

კორონავირუსის გამო თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა. ბლოკ-საგუშაგოები სოფლის შესასვლელ-გასასვლელებთან დილის 6 საათიდან მოეწყო. საგუშაგოებზე თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ერთობლივად პატრულირებენ.

გუშინ, 22 აპრილს, კორონავირუსი ღვანკითის  კიდევ 4 მცხოვრებს დაუდასტურდა. ამით სოფელში ინფიცირებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. სწორედ ამის გამო მიიღეს სოფლის სრულ  იზოლაციაში  მოქცევის გადაწყვეტილება.

“სოფელ ღვანკითში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ გვიან ღამით გადავწყვიტეთ, რომ ღვანკითი მთლიანად დაიხუროს გარკვეული პერიოდით,” – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

სოფელი ღვანკითი თერჯოლიდან დაახლოებით 2 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში არ მუშაობს მაღაზია, არ არის არც აფთიაქი. რაიონულ ცენტრთან სიახლოვის გამო იზოლაციაში მოქცევამდე მოსახლეობა პროდუქტების შესაძენად ძირითადად თერჯოლაში დადიოდა.

სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი