ახალი ამბები

რა იხსნება 11 მაისიდან

10 მაისი, 2020 •
რა იხსნება 11 მაისიდან

11 მაისიდან კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

11 მაისიდან იხსნება ყველანაირი შეზღუდვა თბილისში შესვლასა და გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ძალაში რჩება კარანტინის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ 21-დან 06:00 საათამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალულია.

გარდა ამისა, 11 მაისიდან იხსნება ყველა სახის წარმოება, მათ შორის, საგამომცემლო საქმიანობა და ა.შ.

11 მაისიდან გახსნის უფლება აქვთ ღია მოსასვენებელ და სარეკრეაციო ზონებსაც, მაგრამ, მაგალითად, ბოტანიკური ბაღი 15 მაისიდან იხსნება, ლისის ტბა კი 22 მაისამდეა დაკეტილი.

ასევე, 11 მაისიდან იხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები ჯერჯერობით არ იხსნება. ამ შეზღუდვის მოხსნა სავაჭრო ცენტრებზე ამ ეტაპზე არ ვრცელდება, თუმცა, მაგალითად, ისთ ფოინთში იხსნება დომინო, ასევე ტექნიკისა და ავეჯის მაღაზიები. როგორც ცნობილია, მოლებში ისედაც მუშაობს ჰიპერმარკეტები და აფთიაქები.

14 მაისიდან შესვლა/გამოსვლის თვალსაზრისით იხსნება რუსთავი და გარდაბანი, ხოლო 18 მაისიდან – მარნეული.

საგანგებო მდგომარეობის წესები 22 მაისამდე რჩება ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დახრულ სივრცეებში მაღაზიებში და ა.შ. საჭიროა პირბადე, საკარანტინო საათებში გადაადგილება აკრძალულია და ა.შ. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი