ახალი ამბები

აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

8 მაისი, 2020 •
აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღეს, 8 მაისს, აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადადტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, Covid-19 აფხაზეთში ერთი ადამიანია გარდაცვლილი, 2 კი გამოჯანმრთელდა.

95 წლის პაციენტი გუდაუთის ჰოსპიტალში 26 აპრილს გარდაიცვალა. მას ვირუსით ინფიცირება 11 აპრილს დაუდგინდა, თუმცა საკუთარი სახლიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის წინააღმდეგი იყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, ჰოსპიტალში 20 აპრილს გადაიყვანეს, სადაც ექიმები მის მდგომარეობას აფასებდნენ, როგორც კრიტიკულად მძიმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი